Tuesday, 28 April 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს პროექტის მიმდინარეობა გავწერეთ. ასევე ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ  "ლინკები" დოკუმენტში.

Friday, 24 April 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ ისეთ მნიშვნელოვან და შრომატევად საკითხზე როგორიცაა  შეფასების რუბრიკაზე მუშაობა მოვახდინეთ მისი ადაპტირება ჩვენი პროექტის საჭიროებების მიხედვით, ავევე გავეცანით ბლოგის გაფორმების სხვა და სხვა ვარიანტებს.

Saturday, 18 April 2015

მოსწავლის ნამუშევარი

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით პროექტის შეფასების სხვა და სხვა ვარიანტებს., მათ შორის ამოვარჩიეთ ჩვენთვის მისაღები შეფასების კრიტერიუმები და ინსტრუმენტები.დავასრულეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე. ასევე გავეცანით საავტორო უფლებების ფრეზენტაციას

Tuesday, 14 April 2015

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ ისეთი საკითხი როგორიცაა მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების სწორად მოფიქრება და დასმა. ასევე დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა


  • რა ადგილი აქვს ფილმებს ჩვენს ცხოვრებაში?


თემატური შეკითხვები:
  •     რატომ გვიყვარს ფილმების ყურება?
  •     როგორ ვარჩევთ რას ვუყუროთ?
  •     როგორ გვეხმარება ყურება მოსმენაში?
შინაარსობრივი შეკითხვები:




  • რომელი დროებია გამოყენებული დიალოგური მეტყველების დროს
  • რა სახის სიტყვების ხმარობენ ფილმებში საუბრისას?
  • რომელი სიტყვების გაგება გვიადვილდება?
  • რამდენადაა დაცული მეტყველების დროს გრამატიკული წესები?

Saturday, 4 April 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღეს google drive-ის გამოყენება ვისწავლეთ, ძალიან მომეწონა ის ფაქტი რომ მიი მეშვეობით ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გამოვიყენო ჩემთვის საჭირო დოკუმენტები ინტერნეტთან წვდომის  შემთხვევაში.
ძალიან საინტერესოა კოლეგებთან ერთად ერთი და იგივე დოკუმენტზე მუშაობა google drive-ის საშუალებით.

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:
      ინგლისურ ენაზე

  • შეადგინონ კითხვარი
  • ჩაატარონ გამოკითხვა თანატოლებში მათთვის საინტერესო კონოჟანრის შესახებ
  • გამოიყენონ ბეჭდური და ელექტრონული მასალა იმფორმაციის შესაჯამებლად და გასაანალიზებლად
  • კლასიფიკაცია გაუკეთონ მოპოვებულ იმფორმაციას
  • შექმნან ბოშურა (სლაიდ შოუ) სადაც საშუალება ექნება მათ თანატოლებს გაეცნონ თითოეულ ჟანრს, მისი ყველაზე მეტად რეიტინგული ფილმების ჩამონათვალით
  • შექმნან "კინომოყვარულთა კლუბი" სადაც  უყურებენ ინგლისურ ენოვან ფილმებს ორიგინალში, ხოლო შემდგომ განიხილავენ და იმსჯელებენთითოეული ფილმის ღირებულებებსა და შთაბეჭდილებებზე.

Friday, 3 April 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეორე დღეა, ბროშურის შექმნა ვისწავლეთ. ერთმანეთის საპროექტო თემებს გავეცანით და სხვა და სხვა სასარგებლო რჩევები გავუზიარეთ. ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო და შრომატევადი ხდება.

ჩემი პროექტის იდეა

რას ვუყურებთ


მხატვრული ფილმები ყველას გვიყვარს განურჩევლად სქესისა და ასაკისა, გამონაკლისი არც ჩვენი მოსწავლეები არიან, მაგრამ მათი გემოვნება და ინტერესები განსხვავებულია,სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას თანატოლებში.მოპოვებული იმპორმაციით გააკეთებენ ანალიზსა და კლასიფიკაციას, რის შედეგადაც გააკეთებენ ბროშურას პოპულარულ ჟანრებსა და ფილმებზე, შეიქმნება კინომოყვარულთა კლუბი სადაც იმსჯელებენ და განიხილავენ მათთვის საინტერესო სხვა და სხვა ფილმებსა და მათ ღირებულებებზე.